მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ირაკლი კობახიძე პრემიერის გადადგომის მოთხოვნას არასერიოზულს უწოდებს

ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნას არასერიოზულს უწოდებს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე

“საზოგადოებამ უკვე იცის, რაშიც იყო საქმე. რაში იყო საქმე, ამას იტყვის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ალბათ, დღეს საღამოს, როცა საბოლოოდ დასრულდება ექსპერტიზა. თუმცა, რაც შეეხება ცოდნას, გუშინ დილიდან იცოდა ნოდარ მელაძემ ყველაფერი, ამის მიუხედავად, მან საკუთარი გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე გადაწყვიტა, პოლიტიკური ქულების ჩაწერა, რაც არის უკიდურესად ამორალური საქციელი”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის აქციაზე ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად სცემეს, გუშინ,11 ივლისს, დილით გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button