მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ირაკლი კობახიძის შეფასებით ნიკა მელია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით გამოირჩეოდა. კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციას მადლობა გადაუხადა.

“ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ღირსებას, სამართლისა და კანონის უზენაესობას. რაც შეეხება ნიკა მელიას, მიუხედავად იმისა, რომ ის გამოირჩეოდა სისხლის სამართლის ენაზე, განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით და მზად იყო ეკადრა ყველაფერი, განსაკუთრებით ძალაუფლების დაბრუნების პირობებში, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა თავისთავად არის მტკივნეული.
დღეს, 23 თებერვალს წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები, მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ირაკლი ოქრუაშვილები და ნატო ჩხეიძეები, ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ. მადლობას ვუხდით, ვახტანგ გომელაურს და თოთოეულ პოლიციელს, რომლებმაც საკმაოდ რთული ოპერაცია განახორციელეს სანიმუშოდ, ყოველგვარი ძალის გადამეტების გარეშე,” -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსებნებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიციამ 23 თებერვალს, სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

მოისიმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება

 

მსგავსი პოსტები

Back to top button