მნიშვნელოვანისაქართველო

ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნაზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

დღეს უნდა გახდეს ცნობილი დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო, ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელს, “რუსთავი ორში” ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამას წილების დაყადაღებასთან დაკავშირებით.

ოქრუაშვილის უფლებადამცველმა, სასამართლოს წინა კვირას მიმართა. მოთხოვნის საფუძველი, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის, 2010 წელს ბერლინში გაფორმებული შეთანხმებაა, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაში, რუსთავი 2-ის მხოლოდ ფორმალური მმართველია.

თავის მხრივ, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და რუსთავი 2-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ამტკიცებს, რომ დოკუმენტები რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე წარმოადგენს გაყალბებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button