მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ირაკლი ფანგანის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ირაკლი ფანგანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის სასამართლო დღეს იმსჯელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ალტერნატივას” წევრს ბრალი გუშინ წაუყენეს, რის შემდეგაც გაათავისუფლეს, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა თავად დაკავებულისა და ადვოკატისთვისაც.

“დეტალებს ვერ გეტყვით. ბრალი ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას, ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე. გირაო იქნება ჩემი მხრიდან მოთხოვნა, თუ კი გაიმართება სასამართლო პროცესი” – აცხადებს ირაკლი ფანგანის ადვოკატი მალხაზ ზოიძე.

ირაკლი ფანგანს პროკურატურა დეპუტატის მიმართ ძალადობით დევნაში ადანაშაულებს. მიზეზი ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრა გახდა. ფანგანმა დეპუტატის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის თანახმადაც მან არ დათმო მანდატი და უმაღლეს საბჭოში შევიდა.

“ხელისუფლებას მოუწია უკანდახევა, თავდაპირველად გასცეს განკარგულება დაკავებაზე და როცა დაინახეს რეაქცია, მერე დაიხიეს უკან”, – ამბობს ლევან ანთაძე, ოპოზიციის წარმომადგენელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button