ირაკლი ფირცხალავას მხრიდან მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ირაკლი ფირცხალავას მხრიდან მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყება განმარტავს, რომ გამოძიებას საფუძვლად, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადება დაედო, სადაც ნათქვამია, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ფირცახალავასმხრიდან, ირაკლი მამალაძის მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ზემოქმედება.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, ე.წ. ციანიდის საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმეა. ირაკლი ფირცხალავამ კი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაავრცელაწერილი, სადაც ნათქვამია, რომ ირაკლი მამალაძე სპეცსამსახურების აგენტი ჯერ კიდევ მისი ძალოვან უწყებაში მუშაობის დროს გახდა და დარწმუნებულია, რომციანიდის საქმეც ირაკლი მამალაძის ფარული საქმიანობის გაგრძელებაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button