“დაზარალებულმა მეანაბრემ თვითმკვლელობა სცადა” – თვითმხილველი

“საფინანსო კომპანია “საქართველოს” დაზარალებულმა მეანაბრემ მთავრობის ადმინსტრაციასთან თვითმკვლელობა სცადა”,-ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა.

მისივე თქმით, ქალს სხვა მეანაბრეებმა თვითმკვლელობის საშუალება არ მისცეს.

საფინანსო კომპანია “საქართველოს” დაზარალებულები უკვე მეცხრე თვეა აქციებს მართავენ.

ისინი ამჯერად მთავრობის ადმინისტრაციის წინ შეიკრიბნენ და ხელისუფლებას დაკარგული ანაბრების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართეს.

აქციის მონაწილეები რამდენიმე დღეა ადმინისტრაციის შენობის წინ შიმშილობენ.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button