მნიშვნელოვანისაქართველო

ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტის განხილვა გადაიდო

პარლამენტმა ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტი სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ შეაჩერა. ამი შესახებ განცხადება, დეპუტატმა გააკეთა. სესიაშვილის თქმით, კანონპროექტს პარლამენტიდან არ გაიწვევს და მისი განხილვა დროებით შეჩერდება. დეპუტატის განცხადებით, საკითხზე გაიმართება მსჯელობა და კონსულტაციები. 

ირაკლი სესიაშვილის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით უნდა გაუქმებულიყო ის ნორმა, რომლის მიხედვით მღვდელთმსახურები ან სასულიერო სასწავლებელში მყოფი პირები, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. ცვლილება არ ეხება მართლმადიდებელ სასულიერო პირებს.

მიუხედავად ამისა, ცვლილებების ავტორი ამბობს, რომ მის მიერ წარდგენილი პროექტი დისკრიმინაციული არ არის და არ არღვევს არც ერთი კონფესიის წარმომადგენლის უფლებებს. 

მსგავსი პოსტები

Back to top button