მნიშვნელოვანირეგიონი

ირაკლი შაიშმელაშვილის ძმა ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარემ სამსახურიდან გაანთავისუფლა

ირაკლი შაიშმელაშვილის ძმა ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარემ სამსახურიდან გაანთავისუფლა.

ბახვა შაიშმელაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ოპერატორად მუშაობდა დღეს სამსახურიდან დაითხოვეს.

სამსახურიდან დათხოვნამდე, ბახვა შაიშმელაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარის, კახა ჯამბურიას გადაწყვეტილებით, დეკემბრის თვეში ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულება გაუფორმეს.

თავად განათავისუფლებული ამ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს.

რადიო ჰერეთი საკრებულოს თავმჯდომარესთან დაკავშირებას და დეტალების გარკვევას ცდილობს.

გგდდ-ის მაღალჩინოსანმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა, თანამდებობა თბილისის აქციების სისხლიანი დარბევების დროს დატოვა, რეჟიმი ამხილა და უცხოეთშო, სპეციალური პატრონაჟით წავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button