ირაკლი შიოლაშვილი ჰერეთის პირდაპირ ეთერში სტუმრობას თავს არიდებს

თითქმის ერთი წელია კახეთის გუბერნატორი რადიო “ჰერეთის” საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ “თავისუფალ დროში” მონაწილეობაზე უარს ამბობს. ირაკლი შიოლაშვილის თქმით, გადაცემაში მონაწილეობას დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ ახერხებს.

რწმუნებულის განცხადებით, ყველა კითხვა, რომელიც მედიას და საზოგადოებას მის მიმართ აქვს, მისივე მოადგილე უპასუხებს.

კახეთის გუბერნატორმა რადიო “ჰერეთისგან” შეთავაზება გადაცემაში მიეღო მონაწილეობა, ბოლო 1 წლის გამავლობაში არაერთხელ მიიღო, თუმცა ყველა შემთხვევაში მან უარი განაცხადა და მიზეზად მოუცლელობა დაასახელა.

გუბერნიის პრესსამსახურმა “ჰერეთს” ეთერში გუბერნატორის პირველი მოადგილე შესთავაზა. პრესსამსახური აღნიშნავს, რომ გუბერნატორს დატვირთული შეხვედრები აქვს და ეთერში მოსასვლელად არ სცალია

აღსანიშნავია, რომ “ჰერეთი” გუბერნატორს სწორედ პირდაპირი ეთერის რეჟიმს სთავაზობს, რათა მოსახლეობასაც მიეცეს რეგიონის პირველ პირთან კითხვების დასმის საშუალება.

მსგავსი პოსტები

Back to top button