ირაკლი შიოშვილი კახეთის გუბერნატორად დაინიშნა
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად, ირაკლი შიოშვილი დაამტკიცეს. პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, რადიო ჰერეთისათვის სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ირაკლი შიოშვილი, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, 2016 წელს, გუბერნატორის პირველ მოადგილედ დაინიშნა, ხოლო 2020 წლის აგვისტოდან კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა.
მოვალეობის შესრულება, შიოშვილს მას შემდეგ დაეკისრა, რაც იმჟამინდელმა გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, თანამდებობა დატოვა.
” ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ” ქადაგიშვილი ახმეტა-თელავი- ყვარელი- ლაგოდეხის ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.
ირაკლი შიოშვილს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.
55 წლის ირაკლი შიოშვილს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერის სპეციალობით, ხილო თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „აღმაშენებელი“ იურისტის კვალიფიკაცით აქვს დამთავრებული.
2004 წელს, შიოშვილმა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო აკადემიური ხარისხი მიიღო.
2009 წელს მან მიჩიგანის შტატის საერთაშორისო ბიზნეს აკადემია დაამთავრა.
2007 წელს გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ქიმიკოსთა ასოციაციის წევრი, ხოლო 2009 წელს სამხედრო საინჟინრო ასოციაციის წევრი.
სხვადასხვა დროს, შიოშვილი იყო ლოს-ანჟელესის ბიზნეს ცენტრის საბანკო საქმის მენეჯერი;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკომენდატო 23-ე ბრიგადის ასეულის მეთაური; .
შ.პ.ს. „ქართული ლიმონათის“ გენერალური დირექტორი ;
პირველი ციფრული მრავალარხიანი ტელევიზია „გლობალ თV“,გენერალური დირექტორი ; შ.პ.ს. „მობიტელი“ (ბილაინი) კახეთის რეგიონალური ფილიალის დირექტორი ;
ს.ს. „დავით სარაჯიშვილი და ენისელი“, აღმასრულებელი დირექტორი; ამერიკის შეერთებული შტატები,კორპორაცია “L&K” გაყიდვების მენეჯერი.
ირაკლი შიოშვილის არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.მას მაიორის სამხედრო წოდება აქვს.
2016 წელს, ის კახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა.
2020 წლის აგვისტოდან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის თანამადებობიდან გადადგომის შემდეგ, შიოშვილი გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა.