რუსეთი სრულმასშტაბიან ომზე ყოველდღიურად 300 მილიონ დოლარს ხარჯავს

Forbes-ის ცნობით, რუსეთი სრულმასშტაბიან ომზე ყოველდღიურად დაახლოებით 300 მილიონ დოლარს ხარჯავს. ამასთან, რუსეთი სამხედრო ბიუჯეტის გაორმაგებას გეგმავს.რუსეთმა უკრაინასთან ომზე 2023 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში დახარჯა იმაზე მეტი თანხა, ვიდრე სრულად მიმდინარე წლის განმავლობაში აპირებდა, რომ დაეხარჯა.
Forbes Ukraine გენშტაბის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში, წელიწადნახევრის განმავლობაში, რუსეთის პირდაპირ სამხედრო ხარჯები და დაკარგული ტექნიკის საფასური 167.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. გამოცემის ცნობით, აქედან 34 მილიარდ დოლარზე მეტი თავდაცვის ძალების მიერ განადგურებული ტექნიკის ღირებულებაა.
Forbes-ი წერს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში დღეში დაახლოებით 300 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს.
გამოცემა განმარტავს, რომ ომის 18 თვის განმავლობაში (2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 24 აგვისტომდე), პირდაპირი სამხედრო ხარჯები და დაკარგული რუსული ტექნიკის ღირებულება დაახლოებით 167.3 მილიარდ დოლარს შეადგენს და ეს შეფასება არ მოიცავს მუდმივ თავდაცვის ხარჯებს, რომელიც არ არის დაკავშირებული სამხედრო მოქმედებებთან, ასევე რუსეთის ეკონომიკურ ზარალს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ყველაზე დიდი ხარჯები მოიცავს: სამხედრო მოქმედებების უზრუნველყოფას (51.3 მილიარდი დოლარი), ხელფასებს (35.1 მილიარდი დოლარი), კომპენსაციას დაღუპულთა ოჯახებისთვის (25.6 მილიარდი დოლარი), დაჭრილებისთვის (21 მილიარდი დოლარი) და განადგურებული ტექნიკის ღირებულება (34 მილიარდი დოლარი).
Forbes-ი ასევე წერს, რომ რუსული რუბლის კურსის სწრაფი დაცემის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში რუსი ჯარისკაცის „ფასი“ საგრძნობლად შემცირდა და თუ 2022 წელს ერთ მებრძოლზე მთლიანი ხარჯი დღეში დაახლოებით 200 აშშ დოლარს შეადგენდა, ახლა ეს თანხა დღეში, დაახლოებით, 120 აშშ დოლარია.
ამასთან, Forbes Ukraine-ის ინფორმაციით, ამ გამოთვლაში არ შედის სისტემატური ხარჯები, რომელსაც რუსეთი ხარჯავს თავდაცვაზე, რომელიც სამხედრო მოქმედებებს არ უკავშირდება. ასევე, არ არის დაანგარიშებული ქვეყნის ეკონომიკური დანაკარგი – სანქციებისა და ომის გამო.