ირანელი მსახიობი „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიას ტრამპის გამო არ დაესწრება [Photo/Video]

ირანელი მსახიობი ქალი, ტარანე ალიდუსტი, რომელმაც „ოსკარზე“ ნომინირებულ ფილმში ითამაშა, კინოპრემიის გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს.

მსახიობის პროტესტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, მან მუსლიმური ქვეყნების მოსახლებას ამერიკული ვიზების გაცემა შეუჩერა.

„ტრამპის მიერ ირანელებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვა რასისტულ დისკრიმინაციად მიმაჩნია. ჩემთვის მნიშვნელობა არ არქვს, რომ ეს კულტურული ღონისძიებაა. 2017 წლის „ოსკარის“ გადაცემის ცერემონიას პროტესტის ნიშნად არ დავესწრები“, – დაწერა მსახიობმა Twitter-ში.

უცხოური სააგენტოების ინფორმაციით, პრეზიდენტი ტრამპი 7 ქვეყანას, სადაც მუსულმანური აღმსარებლობის მოსახლეობა ჭარბობს, ამერიკული ვიზების გაცემას მინიმუმ ერთი თვით შეუჩერებს. ეს ქვეყნებია: ირანი, ერაყი, სირია, იემენი, ლიბია, სომალი და სუდანი.

ირანელი რეჟისორის, ასგარ ფარჰადის ფილმი „კომივოიაჟორი“ (The Salesman), რომელშიც ალიდუსტმა მთავრი როლი შეასრულა, „ოსკარის“ პრემიაზე ნომინირებულ შორტ-ლისტში შევიდა, როგორც „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“.

[print_gllr id=52102]

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button