მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ირანის პრეზიდენტი ჯო ბაიდენთან შეხვედრას არ აპირებს

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ, მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გამართულ პირველ პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ ის არ აპირებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრას და მასთან თეირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე საუბარს.

„აშშ ვალდებულია, გააუქმოს ირანის წინააღმდეგ დაწესებული ყველა რეპრესიული სანქცია“, – განაცხადა რაისიმ პრეს კონფერენციაზე.

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 18 ივნისს გაიმართა. ებრაჰიმ რაისიმ ხმათა 62 პროცენტი დააგროვა. იგი ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ხომენეის პროტეჟედ ითვლება.

ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანი წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button