ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრებში 8 მოთამაშე მამაკაცი აღმოჩნდა [Video]
ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების 8 მოთამაშე მამაკაცი აღმოჩნდა. ინფორმაციას ირანულ პრესაზე დაყრდნობით, Daily Mail ავრცელებს.
ქალთანა კრების რვავე მამაკაცი სქესის შეცვლის ოპერაციას ელოდება,თუმცა ისინი ვალდებულნი იყვნენ ნაკრებში ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ დარეგისტრირებულიყვნენ. ამ სკანდალის გამო, ირანის ქალთა ნაკრების ყველა წევრს მოუწევს სრული გენდერული ტესტის ჩაბარება.
სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ ყველა ფეხბურთელი ქალის სქესის შემოწმება გადაწყვიტა. ფეხბურთელი ქალების სახელები,რომლებიც სინამდვილეში მამაკაცები აღმოჩნდნენ, პრესაში არ საჯაროვდება.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ქალებს ვაჟთა გუნდების მატჩებზე დასწრება ეკრძალებათ.
ირანში, ეს პირველი ინციდენტი არაა. 2014 წელს, ფეხბურთელ ქალთა ნაკრების შემადგენლობაში 4 მამაკაცი აღმოაჩინეს.