მსოფლიოსიახლეები

“ირანში ეკონომიკური საქმიანობა 11 აპრილიდან გაგრძელდება”

5 აპრილს ირანის პრეზიდიენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ 11 აპრილიდან ქვეყანაში დაბალრისკიანი ეკონომიკური აქტივობები გაგრძელდებოდა.

“ჯანდაცვის სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშ, ყველა დაბალი რისკის მქონე ეკონომიკური საქმიანობა შაბათიდან გაგრძელდება,” – აქვე ირანის პრეზიდენტმა დაამატა, რომ ეს განცხადება თეირანს არ ეხებოდა.

როუჰანის არ განუმარტავს, თუ რას გულისხმობს დაბალის რისკის მქონე აქტივობებში.

როუჰანის განცხადებით, ირანის მთავრობის მიერ დასაქმებულების ორი მესამედი შაბათიდან ოფისს გარეთ იმუშავებს. “გადაწყვეტილება ჯანდაცვის ოფიციალური პირების მიერ სახლში დარჩენის რჩევას არ ეწინააღმდეგება”.

ირანი მსოფლიოში რამდენიმე ქვეყნიდან ერთ-ერთია, სადაც ახალი კორონავირუსი ყველაზე მეტადაა გავრცელებული. ირანის ოფიციალური მონაცემებით, ახალი ვირუსის 55 743 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 3 452 პირი, გამოჯანმრთელებულია 19 736.

მსოფლიოში კორონავირუსით მეექვსე ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ირანშია.

26 მარტს ქვეყანაში ქალაქებს შორის გადაადგილება აკრძალეს. ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ირანში ახალი კორონავირუსის შემთხვევებi, შესაძლოა, გაიზარდოს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ირანს ბრალს სდებს, რომ ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელებაზე კვირების განმავლობაში იტყუებოდა.

ირანი ქვეყნებს მოუწოდებს, რომ კორონავირუსის ფონზე აშშ-ის მიერ ირანზე სანქციების მოხსნის იდეას მხარი დაუჭირონ. აშშ ირანს ვირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან სთავაზობს დახმარებას.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სანქციები არ ეხება საკვების, წამლების, სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა ჰუმანიტარული დახმარების იმპორტს. “ირანული დოკუმენტები მოწმობს, რომ მათ ჯანდაცვის კომპანიებს შეუძლიათ ვირუსის ტესტების იმპორტი, აშშ-ს სანქციების დაბრკოლების გარეშე,” – წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.

ამერიკის შეერთებული შტატები ირანს, ჩინეთთან და რუსეთთან ერთად, ბრალს სდებს ახალ კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელებაში.

5 აპრილის ამჟამინდელი მონაცემებით, მსოფლიოში ახალი ვირუსით 1 203 966 პირია დაინფცირებული, გარდაიცვალა 64 788, გამოჯანმრთელდა 247 304.

მსგავსი პოსტები

Back to top button