მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

IRI: “36% – “ქართული ოცნება”, 15% – ენმ”

IRI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15 % კი, – „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.

კერძოდ, კითხვაზე: ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, 36%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 15 %-მა, – „ნაციონალური მოძრაობა“.

დანარჩენი ხმები კი, ასე გადანაწილდა – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – 4%, „ახალი საქართველოსთვის – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4%, „პატრიოტთა ალიანსი“- 4%, „ლეიბორისტული პარტია“ – 3%.

ამომრჩეველთა 23 % კი აცხადებს, რომ არ იცის, ან პასუხი არ აქვს.

IRI-ს ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 74 % 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „დიდი ალბათობით“ მიიღებს.

კერძოდ, კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გამოკითხულთა 74 %-მა უპასუხა, რომ „დიდი ალბათობით მიიღებს“, 16 %-მა აღნიშნა, რომ „ნაკლები ალბათობით“, 4 %-მა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, 5%-ის თქმით, არჩევნებში მონაწილეობას დიდი ალბათობით არ მიიღებს, 2 %-მა კი, არ იცის ან კითხვაზე პასუხი არ აქვს.

გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს გზით, 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2,5%-ია.

მსგავსი პოსტები

Back to top button