IRI-ის გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ჯარის საქმიანობა მოსწონს

IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ჯარის საქმიანობა მოსწონს. შესაბამის რეიტინგში ჯარი 77 %-ით ლიდერობს, რომლის საქმიანობასაც დადებითად სწორედ გამოკითხულთა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი აფასებს. 16% უარყოფითად, 7% კი კითხვაზე პასუხისგან თავს იკავებს. ამ რეიტინგში 72% უკავია საქართველოს საპატრიარქოს, გამოკითხულთა, 20% საპატრიარქოს საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 8% კი კითხვას არ პასუხობს. გამოკითხულთა 63% დადებითად აფასებს ქართული პოლიციის საქმიანობას, 33% – უარყოფითად, 4% კი კითხვას პასუხს არ სცემს.
რაც შეეხება დანარჩენ უწყებებს:
ქართული მედია: გამოკითხულთა 62% მის საქმიანობას დადებითად აფასებს, 34% – უარყოფითად, 5% – კითხვას პასუხს არ სცემს;
ადგილობრივი ხელისუფლება: 57% – დადებითი; 38% – უარყოფითი; 4% – არ პასუხობს;
საგანმანათლებლო სისტემა: 48% – დადებითი; 45% – უარყოფითო; 7% – არ პასუხობს;
ცენტრალური საარჩევნო კომისია: 43% – დადებითი; 51% – უარყოფითი; 6% – არ პასუხობს;
პრემიერის ოფისი: 41% – დადებითი; 48% – უარყოფითი; 11% – არ პასუხობს;
პრეზიდენტის ოფისი: 39% – დადებითო; 49% – უარყოფითი; 12% – არ პასუხობს;
სასამართლო: 39% – დადებითი; 46% – უარყოფითი; 16% – არ პასუხობს;
ეროვნული ბანკი: 36% – დადებითი; 47% – უარყოფითი; 17% – არ პასუხობს;
პარლამენტი: 36% – დადებითი; 59% – უარყოფითი; 6% – არ პასუხობს;
პროკურატურა: 33% – დადებითი; 42% – უარყოფითი; 26% – არ პასუხობს;
პოლიტიკური პარტიები: 32% – დადებითი; 58% – უარყოფითი; 10% – არ პასუხობს.
ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.
“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” ინფორმაციით, კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.