მნიშვნელოვანისიახლეები

IRI-ის კვლევის მიხედვით პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის მაჩვენებელი დაბალია

IRI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის მაჩვენებელი დაბალია. გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. ხოლო, საზოგადოების 78%-ს პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდის ხილვა სურს.
კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს შემდეგ შაბათს, რომელ პარტიას მიცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება 19%

ნაციონალური მოძრაობა – მიხეილ სააკაშვილი 14%

საქარელოსთვის – გიორგი გახარია 3%

გირჩი მეტი თავისუფლება -3%

ლეიბორისტული პარტია -2%

ლელო-2%

გირჩი -2%

სტრატეგია აღმაშენებელი -2%

ხალხისთვის -ანა დოლიძე – 2%

მოქალაქეები -2%

არ ვიცი 20%
გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი, პარტიების მხარდაჭერა ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება – 25%, ნაციონალური მოძრაობა, 12%, საქართველოსთვის – 3%, გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის – 3% და ა.შ.

IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
შეკითხვაზე, როგორ ფიქრობთ, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არასწორით, პასუხები ასე გადანაწილდა:
არასწორი – 62%
სწორი – 30%
არ ვიცი/უარი პასუხზე – 7%

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)” ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 39% აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, გამოკითხულთა 34% კი არავითარ გარემოებაში არ მისცემდა ხმას „ქართულ ოცნებას“.

კითხვაზე, „რომელ პარტიებს არ დაუჭერდით ხმას არავითარ შემთხვევაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში?“, 39 %-მა „ნაციონალურ მოძრაობა“ დაასახელა, 34 % -მა – „ქართული ოცნება“, 16%-მა – „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“, 13-მა- „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“, 13%-მა- „ევროპული საქართველო, გიგა ბოკერია“, 13%-მა – „პატრიოტთა ალიანსი“, 13%-მა – „გირჩი“, 8% -მა- „ლეიბორისტული პარტია, შალვა ნათელაშვილი“, 7-7%-მა – „სტრატეგია აღმაშენებელი, გიორგი ვაშაძე“ და „დროა, ელენე ხოშტარია“, 6%-მა – „ლელო“, 5%-მა – „ხალხის ძალა“, 4%-მა – „გიორგი გახარია საქართველოსთვის“, 3%-მა – „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“, 1%-მა – „ხალხისთვის – ანა დოლიძე“ – 1%, 1%-მა – სხვა.

“ქართული ოცნებისთვის” მონაცემები ტრადიციულად არ არის სანდრო, არგუმენტი არის არჩევნების შედეგები, რომელიც არაერთხელ იყო განსხვავებული.

საინტერესო ტენდენციებზე საუბრობს ოპოზიცია, სადაც აცხადებენ რომ მმართველი გუნდის რეიტინგი ეცემა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ მუდმივად არის მცდელობა, წელიწადში რამდენიმეჯერ თავი შეირცხვინონ ასეთი კვლევებით.

“სამწუხაროა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც საკმაოდ კარგ პროგრამებს ახორციელებენ საქართველოში, მუდმივად ცდილობენ წელიწადში რამდენიმეჯერ თავი შეირცხვინონ ასეთი კვლევებით, რომელიც გვაუწყებს, რომ უახლოეს პერიოდში, 2024 წელს თუ იქნა არჩევნები გარკვეული შანსები გამარჯვების გააჩნიათ კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ კოალიციას, რომელიც შედგება ხაბეიშვილი, ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე, მერაბიშვილი და ასეთი სუბიექტებისაგან. გარდა ამისა ამბობს, რომ სასამართლოს არ ენდობა გაცილებით მეტი, ვიდრე ენდობა და ამავე დროს მხოლოდ ერთ პროცენტს მიაჩნია, რომ სასამართლო რაიმე პრობლემას უქმნის ქვეყანას. რაღაც აერიათ მგონი იმ ოთახში, როდესაც ამ ციფრებსა და მონაცემებს წერდნენ”,-აცხადებს გიორგი ვოლსკი.

საინტერესო ტენდენციებზე საუბრობს ოპოზიცია, სადაც აცხადებენ რომ მმართველი გუნდის რეიტინგი ეცემა.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მსგავსი პოსტები

Back to top button