მნიშვნელოვანისაქართველო

ნინო ლომჯარიამ აქციის დარბევის საქმის შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველმა 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმის შესწავლა დაიწყო. ომბუდსმენის აპარატი შეაფასებს გამოძიების პროცესს ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. შეფასების კრიტერიუმები კი, გამოძიების დამოუკიდებლობის, დროულობის, ზედმიწევნითობის, კომპეტენტურობისა და დაზარალებულის ჩართულობის ელემენტები იქნება.

ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმას, ჩატარდა თუ არა ყველა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, ეს მოქმედებები ჩატარდა თუ არა დროულად და ხომ არ არის სახეზე გამოძიების პროცესის არაგონივრული გაჭიანურება, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა თუ არა ჯეროვანი გულისხმიერებით და ამომწურავად.

გამოძიების მონიტორინგის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიზნით, სახალხო დამცველი ქმნის საკონსულტაციო საბჭოს, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიული წრეები იქნებიან წარმოდგენილი. 

მსგავსი პოსტები

Back to top button