მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

IRI კვლევით ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი თანაბრად გაიყო

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRE) კვლევის თანახმად, კითხვაზე, ემხრობით თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, გამოკითხული მოსახლეობის პასუხები ასე ნაწილდება:

  • აბსოლუტურად ვემხრობი – 25%
  • ნაწილობრივ ვემხრობი – 20%
  • კატეგორიულად არ ვემხრობი – 33%
  • ნაწილობრივ არ ვემხრობი – 12%
  • არ ვიცი/პასუხს არ ვცემ – 9%

კვლევა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტს წარმოადგენს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

მონაცემების დაჯამების შემთხვევაში ოპოზიციის ამ მოთხოვნის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ნაწილი ერთნაირია (45-45 პროცენტი).

მსგავსი პოსტები

Back to top button