მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

IRI: “ქართული ოცნება” – 33%, ოპოზიცია – 37%”

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის კვლევის თანახმად, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 33% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა.

“გაერთიანებულ ოპოზიცია – ნაციონალურ მოძრაობას” გამოკითხულთა 16% უჭერს მხარს. მესამე ადგილზე “ევროპული საქართველო” იმყოფება. პარტიას გამოკითხულთა 5% უჭერს მხარს.

მეოთხე და მეხუთე ადგილს, 3-3%-ით, “ახალი საქართველო – სტრატეგია აღმაშენებელი” და “პატრიოტთა ალიანსი” იკავებენ.

2-2% აქვთ “ლეიბორისტულ პარტიას”, “სამოქალაქო მოძრაობას”, “ლელოს” და “გირჩს”.

კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა 11%-მა, ხოლო 17%-მა არ იცის, ვის მისცემს ხმას.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილი იყო ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტს.

მსგავსი პოსტები

Back to top button