ირმა ინაშვილის პარტიასთან საარჩევნო ბლოკში კიდევ ხუთი პარტია გაერთიანდა

ირმა ინაშვილის პარტიასთან საარჩევნო ბლოკში ხუთი პარტია გაერთიანდა.
დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია – ამ სახელწოდების ბლოკში გაერთიანებული არიან : საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, პარტია თავისუფლება, თავისუფალი საქართველო, საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი, ახალი ქრისტიან-დემოკრატები, ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.
გაერთიანების წევრების თქმით, მათთჳის ბლოკი ღიაა, თუმცა ისინი არ აპირებენ თანამშრომლობას ნაციონალურ მოძრაობასთან და მასთან ასოცირებულ პოლიტიკურ ძალებთან და არც ქართული ოცნებიდან გამოყოფილ სუბიექტებთან.