ირმა ხეცურიანის ვერცხლის მედალი მსოფლიო თასიდან [Video]

საქართველოს პარალიმპური კომიტეტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უნგრეთის ქალაქ ეგერში დასრულებულ მსოფლიო თასზე, პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა ქართულ ეტლით ფარიკაობას კიდევ ერთი მედალი (ამჯერად, ვერცხლის სინჯის) მოუტანა.

ირმამ ხმლით ფარიკაობის ფინალში უკრაინელ მსოფლიოს ჩემპიონ ტატიანა პოზნიაკთან წააგო, მანამდე კი, ასპროცენტიანი შედეგით მივიდა.

2015 წლის საუკეთესო ქალი პარასპორტსმენის გამოსვლა წარმატებული იყო ოლიმპიური სახეობის, რაპირით ფარიკაობის ტურნირზეც, სადაც ირმამ პროგრამა მინიმუმი შეასრულა. ის საუკეთესო 8 სპორტსმენს შორის მოხვდა და რიო 2016-ის სალიცენზიო ცხრილში უშუალო კონკურენტ ფრანგ სესილი დერმოდს მნიშვნელოვნად მიუახლოვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button