მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“როდესაც გარკვეული NGO-ები გებრძვის, სწორ გზაზე დგახარ”

“როდესაც NGO-ების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ.” – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი სოფიო კილაძე არასამთავრობო ორგანიზაციების გაეროს მიმართ გაგზავნილ წერილს, რომ კილაძე არ უნდა იყოს არჩეული გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად, რადგან მათი განცხადებით, არც მისი კვალიფიკაცია, არც რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე, კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევა, არ იძლევა კილაძის შერჩევის საფუძველსა და ლეგიტიმაციას.

“სოფიო კილაძის წარსული გამოცდილება არ ფარავს ბავშვთა უფლებების სფეროს, მას არ აქვს აკადემიური ან სხვა სახის სამეცნიერო სამუშაოები ჩატარებული ამ მიმართულებით, რაც დაადასტურებდა მის საექსპერტო და უფლებადაცვით გამოცდილებას, რომელიც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოეთხოვება კომიტეტის წევრობის კანდიდატს.” – წერს 53 არასამთავრობო ორგანიზაცია.

სოფიო კილაძის თქმით, NGO-ებთან დაკავშირებით, სერიოზული კითხვის ნიშნები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ყოველთვის ერთსა და იმავე აზრზე არიან და ამბობს, რომ იკვეთება კლანური ნიშნები.

“მათ ადგილზე, მე პირველ რიგში, საკუთარ ჯგუფში მოვძებნიდი კლანური მმართველობის ნიშნებს. რატომ არის, რომ ყოველთვის ამდენი NGO ერთ აზრზე დგას. ამიტომ ყოვლთვის მიჩნდება კითხვის ნიშნები იმ კვლევებზე, რომელსაც ისინი აჟღერებენ.

“როდესაც ენჯეოების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ. ამიტომ მე გავაგრძელებ სწორ გზაზე სიარულს და იმ ბავშვების უფლებების დაცვას, რომლებსაც ჩვენ ყველზე მეტად ვაფასებთ.” – ამბობს კილაძე.

არასამთავროების ცნობით, სოფიო კილაძემ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვაზე მომუშავე თითქმის ყველა ორგანიზაციას (49 ორგანიზაცია), არ ჩართო ბავშვის უფლებების კოდექსის შემუშავებისა და განხილვის პროცესში, რის გამოც სამოქალაქო საზოგადოება იძულებული გახდა, საჯაროდ გამოეთქვა უკმაყოფილება და მოეთხოვა სამოქალაქო სექტორის პროცესში ჩართვა. მოთხოვნის მიუხედავად, პროცესში არ იყვნენ ჩართული თავად ბავშვები.

სოფო კილაძის თქმით კი, NGO-ების განცხადება შეიცავს მცდარ ფაქტებს და არავითარი პროცედურების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

“რაც შეეხება პროცედურებს, არავითარ პროცედურების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გაეროს პროცედურები, როგორ ხდება არჩევა. მე ჯერჯერობით ვარ კანდიდატი.” – ამბობს კილაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button