“ის, რაც ხდება უკრაინაში, არის კატეგორიულად მიუღებელი” ღარიბაშვილს რუსეთის როლზე არც დღეს უსაუბრია

“ის, რაც ხდება უკრაინაში, არის კატეგორიულად მიუღებელი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდიმაზე განაცხადა.
ღარიბაშვილს რუსეთის როლზე არც დღეს უსაუბრია, თქვა და იმედი გამოთქვა, რომ “საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს ომის მალე დასასრულებლად”:
ჩვენთვის, ყველასთვის არის ომი კატეგორულად მიუღებელი, ის, რაც ხდება უკრაინაში, არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში, ის ტრაგედია, რომელიც ხდება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ადამიანები იღუპებიან და ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმედი გვაქვს, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს”– განაცხადა პრემიერმა.
ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ,
მან აღნიშნა, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერს უკრაინას.
ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში უკვე გაიგზავნა 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი დახმარების სახით და ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.
მიუხედავად ამ გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ქვეყანაში ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ქვეყნისთვის,
პრემიერმა აღნიშნა, რომ მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ვინაიდან ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.
“მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება. ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის ხმა