მნიშვნელოვანისიახლეები

ის, რაც ვერ მოახერხა სხვადასხვა დამპყრობელმა საქართველოსთან მიმართებით, სულ ორ-სამ თაობაში შეიძლება მოახერხოს ლგბტ პროპაგანდამ-ოცნება

"ჩამოვყალიბდეთ რას ვკრძალავთ-ოპოზიცია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. მანამდე პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი დეპუტატებმა მუხლობრივად განხილეს.

ის, რაც ვერ მოახერხა სხვადასხვა დამპყრობელმა საქართველოსთან მიმართებით, სულ ორ-სამ თაობაში შეიძლება მოახერხოს ლგბტ პროპაგანდამ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა სტატისტიკური მონაცემი მეტყველებს იმაზე, რომ ლგბტ თემის პროპაგანდამ 2-3 თაობაში შეიძლება ერი გაანადგუროს.

„ათასჯერ გავიმეორებ და მყარად ვიქნები ამ სიტყვების სინამდვილეში, რომ რაც ვერ მოახერხა სხვადასხვა დამპყრობელმა საქართველოსთან მიმართებით, ჩვენ რომ ქართველები ვართ და აქ ვლაპარაკობთ ქართულად, სულ ორ- სამ თაობაში შეიძლება მოახერხოს ლგბტ პროპაგანდამ. ყველა სტატისტიკური მონაცემი ამაზე მეტყველებს, შესაბამისად, ეს გამოწვევა კი არ არის, ეს არის უპირველესი ეროვნული უპირატესი ამოცანა, რომ შევეწინააღმდეგოთ იმ რაღაცას, რამაც 2-3 თაობაში შეიძლება ერი გაანადგუროს. თურმე ეს არ ყოფილა გამოწვევა მაგათთვის და ჩვენთვის გამოწვევაა. ფიზიკური და სულიერი გადარჩენა – ეს გამოწვევა კი არ არის, უპირატესი ამოცანაა, ეროვნული და ამას რომ არ ესწრებიან, აგონ ამომრჩევლების წინაშე პასუხი, მაგალითად, 26 ოქტომბერს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტმა მე-2 მოსმენით მიიღო

სხდომას მმართველ გუნდთან ერთად მხოლოდ “გირჩი” ესწრებოდა. ოპოზიციური ძალები, რომლებიც სხდომებს მეორე დღეა არ ესწრებიან, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. კანონპროექტი განსაზღვრავს ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასთან, სქესის შეცვლის ოპერაციასთან, განათლებასთან და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

“გირჩის” წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, საჭიროა მეტი კონკრეტიკა, რადგან პირველი და მეორე მუხლები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.

“ჩამოვყალიბდეთ რას ვკრძალავთ. ჩვენ კოსმეტიკურ ოპერაციებზე ვსაუბრობთ, რომ ვიზუალურად ქალი კაცს დაემსგავსოს ან პირიქით, თუ სქესის ცვლილებას აპირებთ, რადგან ეს წინააღმდეგობაშია იმასთან, რაც 1 და მეორე მუხლში წერია”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, სქესის შეცვლის ოპერაცია კოსმეტიკურ ოპერაციასთან არ უნდა გაიგივდეს, რადგან ეს წარმოუდგენელია.

“ეს არავითარი კოსმეტიკური ოპერაცია ეს არ არის, ეს წარბის ან ცხვირის კორექციას რომ გაუთანაბრო წარმოუდგენელია”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button