ISFED ხელფასების ზრდაზე ღარიბაშვილის ინიციატივას ეხმაურება
პრემიერის ინციატივას მერებისა და საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდის თაობაზე ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ეხმაურება. ნინო დოლიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება წინასაარჩევნო დაპირების ნაწილი იყო.
„წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიები რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ცდილობენ გულის მოსაგებად სხვადასხვა კამპანიების დროს მესიჯების წარმართვას და ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ მმართველი პარტიის მხრიდან დაპირებები, არამხოლოდ დაპირებები ჯარიმების გაუქმება და ა.შ. ეს არის მიმართული იმისთვის, რომ ამომრჩევლის გული მოიგონ. რაც შეეხება კონკრეტულ დაპირებას ესეც არის იმისთვის, რომ ვისაც მიემართება ამ ადამიანების გული იქნას მოგებული და რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება ის, რაც პარტიას წაადგება წინასაარჩევნო პერიოდში”, – ამბობს ნინო დოლიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი რარიბაშილმა მერებისა და საჯარო მოხელებისთვის ხელფასები ზრდა დღეს დაანონსა. მისი თქმით შრომის ანაზღაურება მათ 2022 წლიდან გაეზრდებათ