ISIS-ი Facebook-ისა და Twitter-ის დამფუძნებლებს ემუქრება [Video]
“ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც Facebook-ისა და Twitter-ის დამფუძნებლებს – მარკ ცუკერბრგსა და ჯეკ დორსის ემუქრებიან. ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალი Vocativ-ი აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ Vocativ-ის თანამშრომლებმა 25 წუთიანი ვიდეორგოლი ინტერნეტში აღმოაჩინეს. კადრებზე ცუკერბერგისა და დორსის სურათები ტყვიებითაა დახვრეტილი. ვიდეო, სახელწოდებით “ალის მომხრეები”, ორი ხელმძღვანელის მიმართ მუქარით სრულდება.
“თქვენ ყოველდღე გვიცხადებთ, რომ ჩვენს სააღრიცხვო ჩანაწერებს გვიუქმებთ, ჩვენ კი გეკითხებით: “ეს ყველაფერია, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ?”. თუ ერთ სააღრიცხვო ჩანაწერს გააუქმებთ, ჩვენ სამაგიეროდ 10-ს გავხსნით და თქვენს სახელებს წავშლით…”, – ნათქვამია ვიდეოჩანაწერის ტექსტში.
ვიდეოჩანაწერში ტერორისტები ამტკიცებენ, რომ Facebook-ზე 10 ათასი ინდივიდუალური გვერდი და 150 ჯგუფური ექაუნტი გატეხეს, ხოლო Twitter-ზე კი 5 ათასზე მეტი.
როგორც ცნობილია, Twitter-მა მიმდინარე თვეს 125 ათასი ექაუნტი დახურა, სადაც მომხმარებლები “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ჩატარებულ ტერორისტულ აქტებს მხარს უჭერდნენ.