ISIS-ის მეომრებმა ერაყში 15 ადამიანი ცოცხლად დაწვეს

“ისლამური სახელმწიფოს” მეომრებმა 15 ადამიანი, რომელიც ალყაშემორტყმული ელ-ფალუჯას დატოვებას აპირებდა, ცოცხლად დაწვეს, – ქურთულ საინფორმაციო სააგენტო ARA-ზე დაყრდნობით იუწყება The Daily Mail.

ეგზეკუცია საჯაროდ ჩატარდა, რითაც ისლამისტები იმ ადამიანების დაშინებას ცდილობდნენ, რომლებიც ელ-ფალუჯადან გაქცევას აპირებდნენ.

ამის გარდა, ISIS-ის მეომრებმა ქალი დააპატიმრეს, რომელიც Al-Arabiya-იას კორესპონდენტს ინტერვიუს აძლევდა.

“ხალხი შიმშილით იხოცება, საჭმელი და წამლები არ გვაქვს, გამოსავალსაც ვეღარ ვხედავთ. ან “ისლამური სახელმწიფოსგან” გადაგვარჩინეთ, ან ქიმიური იარაღით დაგვბომბეთ! სჯობს უცებ მოვკვდეთ, ვიდრე ნელა და მტკივნეულად ვიხოცებოდეთ. თავს ალაჰს ვანდობ!”, – განაცხადა ქალმა.

ელ-ფალუჯა ანბარის პროვინციის უმსხვილესი ქალაქია და ბაღდადიდან 57 კილომეტრში მდებარეობს, რომელიც ISIS-ის მეომრებმა 2014 წლის იანვარში დაიკავეს. ერაყის სამთავრობო ჯარების კონტრშეტევის შედეგად, ელ-ფალუჯა ბლოკადაში მოექცა.

ადრე ისლამისტებმა ალყაშემორტყმულ ქალაქში, შპიონაჟის ბრალდებით, 6 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. 4 მათგანს თავში ტყვია დაახალეს, ერთს დანით თავი მოჰკვეთეს. კიდევ ერთ ადამიანს კისერზე ელექტროზონარი შემოახვიეს და ააფეთქეს

მსგავსი პოსტები

Back to top button