ISIS-ის ტერორისტებმა 4 წლის ბიჭს მანქანა ააფეთქებინეს [Photo/Video]
“ისლამურმა სახელმწიფომ” მძევალთა სიკვდილით დასჯის ახალი ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა. ამჯერად, ჯალათის როლში 4 წლის ბიჭი გამოვიდა, რომელმაც ტყვეებით სავსე ავტომობილი ააფეთქა, – გვაცნობებს The Times.
გამოცემის ინფორმაციით, ბიჭს ისა დეირი ჰქვია. ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, რომ ბავშვი ხელის დეტონატორს თითს აჭერს, რის შემდეგაც მის უკან მდგომი მანქანა ფეთქდება.
მანქანაში სამი ხელბორკილიანი მძევალი იჯდა. ტერორისტები მათ ჯაშუშებს უწოდებენ, რომლებიც დიდ ბრიტანეთს ემსახურებიან. ბავშვთან ერთად კადრში ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი თავკაცი ჩანს. ისინი ერთად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონის მისამართით მუქარის სიტყვებს წარმოთქვამენ, რომელმაც ექსტრემისტების თქმით, სირიაში თავისი ჯაშუშები გააგზავნა, რათა მათი ძმები დაეხოცა.
The Times-ის ინფორმაციით, ბავშვი “ისლამურ სახელმწიფოში” გაიზარდა და ტერორისტების მიერ გადაღებულ ვიდეორგოლებში არაერთხელ გამოჩენილა.
ისას დედა – გრეის დეირი ლონდონში ცხოვრობს. შვილის დაბადების შემდეგ მან ისლამი მიიღო, სახელი ხადიჟა დაირქვა და ჯიხადისტებს შეუერთდა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ხადიჟა სოციალურ ქსელებში ხშირად წერს, რომ მას დიდი სურვილი აქვს, რათა ISIS-ის პირველი ქალი გახდეს და მძევლებს თავები მოჰკვეთოს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”29360″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]