კახელი ფერმერი ამბობს, რომ 27 ძროხა მოპარეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრები ელიოზიშვილები ამბობენ, რომ მათი კუთვნილი ფერმიდან წუხელ, 27 სული ძროხა მოიპარეს.

ოჯახმა ამბობს, რომ ადგილი აქვს ორგანიზებულ, ჯგუფურ დანაშაულს. ისინი ყვარლის პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და თვლიან, რომ სამართალდამცავებმა ფაქტზე დროული რეაგირება არ მოახდინეს.

ელიოზიშვილებისთვის მიყენებული ზარალი რამდენიმე ათას ლარს შეადგენს. მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით აღიძრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button