“ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებმა სირიაში ტრიუმფალური თაღი გაანადგურეს
დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მეომრებმა პალმირას უძველესი ტრიუმპალური თაღი ააფეთქეს, – წერს გაზეთი The Independend.
2 000 წლის წინ ძველი რომაელების მიერ აგებული თაღი პალმირას ანტიკურ ნაწილში იყო განლაგებული. მისი განადგურების ფაქტი, სირიის მუზეუმების დეპარტამენტის დირექტორმა, მამუნ აბდუქარიმმა დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში, რადიკალური დაჯგუფების ტერორისტებმა უძველესი ქალაქი პალმირა დაიკავეს, რომლის კულტურული ფასეულობები რომის იმპერიის დროს შეიქმნა. ანტიკური პალმირა “იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.