„ისლამური სახლმწიფო“ ანგელა მერკელს ემუქრება

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“, პირველად გერმანულ ენაზე, ვიდეო გამოაქვეყნა და გერმანიაში მომავალი ტერაქტები დააანონსა. ჯიჰადისტები გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს სამაგიეროს გადახდას დაჰპირდნენ, – იუწყება გერმანული გამოცემა Die Welt.
ხუთწუთიან ვიდეოში, გერმანიის მკვიდრი აბუ ომარ ალ-ამანი და ავსტრიელი მოჰამედ მაჰმუდი, „დებსა და ძმებს“ გერმანიასა და ავსტრიაში, სისხლიანი ჯიჰადის დაწყებისკენ მოუწოდებენ. ტერორისტები ანგელა მერკელს „ავღანეთში მუსულმანთა დაღვრილი სისხლისთვის“ სამაგიეროს გადახდით ემუქრებიან. აგრეთვე, გერმანიის კანცლერს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, თურქეთისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებენ.
რგოლის დასასარულს, პალმირას ნანგრევების ფონზე, ტერორესტები 2 მძევალს სიკვდილით სჯიან.
კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამასახურის მონაცემებით, გერმანიის 720 მოქალაქე სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძვის.