“ისლამურმა სახელმწიფომ ერაყში ქიმიური იარაღი გამოიყენა”

“ბი-ბი-სის” კორესპონდენტი ლორა ბიკერი გადმოსცემს, რომ გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომლიც თანახმად, “ისლამური სახელმწიფოს” ძალების იერიშისი შემდეგ, 60 ქურთ მეომარს სუნთქვის პრობლემები შეექმნა.

აგრეთვე, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა „ბი-ბი-სის“ განუცხადა, რომ ისლამისტებმა, შესაძლებელია, მდოგვის აირი – ე.წ. იპრიტი გამოიყენეს.

„ეიჩ-დი“, დისტილირებული იპრიტი, მდოგვის აირი – აკრძალული ქიმიური იარაღია, რომელიც კანის დაჩირქებას, სუნთქვის პრობლემებს და სიბრმავეს იწვევს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოძიება უკვე დაიწყო, მაგრამ საქმის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button