“ისლამურმა სახელმწიფომ” ქალაქი რამადი დაიკავა

ქალაქისთვის ბრძოლა რამდენიმე თვეს გრძელდებოდა და ერაყის არმიის უკან დახევით დასრულდა. პარასკევს, ბოევიკებმა რამადის ცენტრში სამთავრობო შენობა დაიკავეს.

ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“, სრული კონტროლის ქვეშ აიყვანა ქალაქი რამადი, რომელიც ერაყის ცენტრალურ ნაწილშია განლაგებული. ჯიჰადისტებმა განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 500 ათას მოსახლეობიანი ქალაქი დაიკავეს. ერაყის ჯარისკაცებმა, უკან დახევის შედეგად, ტანკები და მძიმე სარაკეტო დანადგარები მიატოვეს.

_83051346_83051345ერთი წლის განმავლობაში ერაყელი პარტიზანების ტაქტიკა – დარტყმა და გაქცევა, დაგეგმილმა და კოორდინირებულმა ოპერაციამ შეცვალა. ეს პირველად ქალაქ რამადიში გამოჩნდა, სადაც ერაყელებმა მასშტაბური შეტევა მიიტანეს ამერიკელთა საზღვაო ქვეითის ნაწილებზე. შედეგად – 12 საზღვაო ქვეითი დაიღუპა და მრავალი დაიჭრა. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რამადიზე შეტევა რამდენიმე ათეულმა ერაყელმა განახორციელა. ამერიკელები აცხადებენ, რომ ეს იყო სისხლისმღვრელი შეტაკება, სადაც ასევე მრავალი ერაყელი დაიღუპა.

რამადი ე.წ. “სუნიტურ სამკუთხედში” მდებაროებს, რომელიც ანტიამერიკული წინააღმდეგობის ცენტრად ითვლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button