რუსული ქორწილი კახეთში-ლავროვის შვილი კახეთში ქორწილისთვის ემზადება

ყვარლის ევროკლუბის პრეზიდენტი, ნიკა გურინი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული ქალიშვილის კახეთში ქორწილის შესახებ.
“დღეს ვცადე ხვალისთვის ტბაზე რესტორნის დაჯავშნა, სადაც განმიმარტეს, რომ შემდეგი 2 დღე მთელი სასტუმრო დაკეტილია, რადგან ჰყავთ მაღალი რანგის სტუმრები, რომლებმაც მოითხოვეს მთელი ტბის ტერიტორიის დაკეტვა და ადამიანების შესვლა აკრძალულია. რუსეთის უკანა ეზოდ გვაქციეს ამ ნაძირლებმა. ლავროვის შვილი კეტავს რესტორნებს და სასტუმროებს ხალხო”-წერს გურინი.
მანამდე დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ საქართველოში შემოსულია ლავროვის ოჯახი და ისინი ყვარელი რეზორტსა და ახაშენის სასტუმროში არიან მოთავსებული.
“ლავროვის შვილი დროის სატარებლად ჩამოდის… რომ არ ყოფილიყო შეთანხმებული საქართველოს უსაფრთხოებასთან, შეუძლებელია, რომ ის შემოსულიყო ქვეყანაში”, – ასე ეხმაურება “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სერგეი ლავროის შვილის საქართელოში ჩამოსვლას და კახეთში, მისი ოჯახის წევრების მიერ დაგეგმილ ქორწილს.
“შეუძლებელია, რომ აქ უსაფრთხოება არ ყოფილიყო ჩართული. სტუმრების უმრავლესობა ვლადიკავკაზით ჩამოვიდა, თუმცა ლავროვის შვილის ჩამოსვლის გზა უცნობია. დარწმუნებული ვარ, ის რომ არ ყოფილიყო შეთანხმებული საქართველოს უსაფრხოებასთან, შეუძლებელია რომ შემოსულიყო.”-თქვა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში პირველი რუსული თვითმფრინავი დაფრინდა.
ავია-რეისი მას შემდეგ განხორციელდა, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და ფრენები აღადგინა.