მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას ღაზაში მანამ, სანამ “ჰამასი” არ აღმოიფხვრება,,-ნეთანიაჰუ

ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელის ტანკები ღაზის ქალაქ შუჯაიას რაიონში წინ მიიწევენ. ადგილზე ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. მოსახლეობა ცხელი წერტილიდან ევაკუაციას ვერ ახერხებს. შეტაკებების შედეგად, დაიღუპა სამი ადგილობრივი.

ისრაელის სამხედროების ცნობით, უპილოტო თვითმფრინავმა ისრაელის პოზიციებს ლიბანის საზღვრის მახლობლად დაარტყა, სადაც მათი 18 ჯარისკაცი დაშავდა. ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას ღაზაში მანამ, სანამ “ჰამასი” არ აღმოიფხვრება და ომის ყველა სხვა მიზანი მიღწეული არ იქნება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელის მთავრობის მიზნები მოიცავს ღაზის სექტორში დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ეს ტერიტორია ისრაელისთვის საფრთხე აღარ იქნება.

„ვისაც ეჭვი ეპარება ამ მიზნების მიღწევაში, ვიმეორებ: გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ არ დავასრულებთ ომს, სანამ არ მივაღწევთ ყველა ამ მიზანს“, – დასძინა პრემიერმა.

შეგახსენებთ, აშშ ისრაელს უბიძგებს, ცეცხლის შეწყვეტის სამნაწილიან შეთანხმებას დათანხმდეს, რომელსაც მხარს უჭერს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, ეგვიპტე, კატარი და ასევე ევროკომისია.

შეთანხმება მოიცავს რამდენიმე პირობას, მათ შორის ისრაელის ჯარების გაყვანას ღაზის სექტორის ქალაქებიდან, ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალ მიწოდებასა და ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას „ჰამასის“ მიერ მძევლებისა და დატყვევებული ისრაელელი ჯარისკაცების დაბრუნების სანაცვლოდ.
…………………….

მსგავსი პოსტები

Back to top button