ისრაელიდან საქართველოს მოქალაქების დეპორტაცია მოხდა

ისრაელიდან საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.

თბილისში დაბრუნებულებს დაკავების დეტალებზე არ უსაუბრიათ, მათ შორის არც იმაზე, თუ რა პირობებში იმყოფებოდნენ. გამომგზავრებამდე მათ ისრაელში საქართველოს კონსული შეხვდა.

ალექსანდრე ჯიშკარიანის თქმით, სულ 13 ადამიანი იყო დაკავებული და ყველა მათგანს უარი ქვეყანაში შესვლაზე განსხვავებული მიზეზით ეთქვა. კონსულის ინფორმაციით, ისრაელიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი დღეს ჩამოვა.

საქართველოს მოქალაქეები ისრაელში მოსალოცად 27 მარტს ჩავიდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button