მნიშვნელოვანისიახლეები

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. გაფიცულები ჭიათურის ცენტრში, მუნიციპალიტეტის მერიასთან არიან შეკრებილი და პერიოდულად მსვლელობას ქალაქის ქუჩებში მართავენ. პროტესტის მონაწილეების ნაწილი მე-6 დღეა შიმშილობას განაგრძობს – ერთერთ მაღაროელს პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი.

დასაქმებულები კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებს აპროტესტებენ გაფიცულების თქმით, აქციები შეწყდება და მუშაობა განახლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულების ხელფასები გაიზრდება და შრომითი პირობები გაუმჯობესდება.

“მე მინდა პირადად თხოვნით მივმართო ხელისუფლებას, ჩვენი კომპანიის უფროსობას, დასხდნენ ჩვენთან სალაპარაკოდ. ბიჭებმა დღეს პირი ამოიკერეს. მინიმალურს ვითხოვთ, 2 მოთხოვნა დარჩა მთავარი – ხელფასების მატება და დარჩეს იმ პირობებში მუშაობა, როგორც იყო ადრე”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ჭიათურაში პროტესტი უკვე მე-12 დღეა მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button