#ევრო2020. ჯგუფური ეტაპი სრულდება. გასვლის შანსი F ჯგუფის ყველა გუნდს აქვს

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სუპერმატჩით დასრულდება. F ჯგუფში 2016 წლის საკონტინენტო პირველობის ფინალის გამეორებაა. საფრანგეთის და პორტუგალიის ნაკრებებისთვის ამ თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
განსაკუთრებით საყურადღებოა პორტუგალიელებისთვის, რადგან მათ ჯგუფიდან გასვლა ჯერ გარანტირებული არ აქვთ და მხოლოდ მოგება სჭირდებათ.
რაც შეეხება საფრანგეთს, იმის მიუხედავად, რომ დიდიე დეშამის გაწვრთნილებს
მერვედფინალის საგზური გამოწერილი აქვს, ამას არ ჯერდება და პირველობისთვის ბრძოლას აგრძელებს.
არც უნგრეთის და გერმანიის დაპირისპირება იქნება ინტერესმოკლებული. გერმანიის ნაკრებს სატურნირო მდგომარეობა უფრო მყარი აქვს, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი, მოგების შემთხვევაში უნგრელებსაც გააჩნიათ.
F ჯგუფის მატჩები თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
გარდა ამისა, დღეს, 20 საათზე პარალელურ რეჟიმში E ჯგუფის გუნდების დაპირისპირებაც გაიმართება. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ერთმანეთს სლოვაკეთის და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან, შვედეთის ნაკრები კი პოლონეთს დაუხვდება.