ისრაელის არმიის ცნობით, ლიბანში ჰამასის ორი ლიდერი მოკლეს
ემანუელ მაკრონი ისრაელისთვის ღაზას სექტორში საბრძოლველად იარაღის მიწოდებების შეწყვეტის მოწოდებით გამოდის
ისრაელის არმიის ცნობით, ლიბანში ჰამასის ორი მაღალი თანამდებობის პირი მოკლეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, პირველი სარაკეტო დარტყმა ღამით, ქალაქ ტრიპოლის მახლობლად მდებარე პალესტინელი ლტოლვილების ბანაკში განხორციელდა და მისი სამიზნე საიდ ატალა ალი იყო.
IDF-ის ინფორმაციით, მუჰამედ ჰუსეინ ალი ალ-მაჰმუდი, რომელიც საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა, ლიბანში ჰამასის დაჯგუფებების აღმასრულებელი ხელისუფალი იყო.
როგორ ცნობილია, მეორე ლიკვიდირებული ლიდერი საიდ ალა ნაიფ ალია, რომელიც ჩრდილოეთ ლიბანის ქალაქ ტრიპოლიში მოკლეს.
მეორე სარაკეტო იერიშის შედეგად, რომელიც ლიბანის ქალაქ საადნაელთან ახლოს განხორციელდა, მუჰამედ ჰუსეინ ალ-ლავისის ლიკვიდაცია მოხდა.
ინფორმაცია ჰამასის შეიარაღებულმა ფრთამ დაადასტურა, თუმცა განსხვავებული სახელები – მუჰამედ ჰუსეინ ალ-ლუისი და საიდ ათალა ალი – დაასახელა.
ამასთან ემანუელ მაკრონი ისრაელისთვის ღაზას სექტორში საბრძოლველად იარაღის მიწოდებების შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.
ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მაუწყებლობა France Inter-თან საუბარში განაცხადა.
კერძოდ, მაკრონი ისრაელისთვის იარაღის მიწოდებების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა და განაცხადა, რომ ღაზას სექტორში თითქმის ერთწლიანი ომი “პოლიტიკურ მოგვარებას” საჭიროებს.
“ვფიქრობ რომ დღეს პრიორიტეტია, რომ პოლიტიკურ მოგვარებას დავუბრუნდეთ, რომ ღაზაში საბრძოლველად იარაღის მიწოდებები შევწყვიტოთ”, – განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი ისრაელს არანაირ შეიარაღებას არ აწვდის.