მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ისრაელის ელჩმა კახეთში აღმოჩენილი ებრაული სასაფლაოები მოინახულა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში აღმოჩენილი ებრაული სასაფლაოები, ისრაელის სახელმწიფო ელჩმა, რან გიდორმა მოინახულა.

მეთვრამეტე-მეოცე საუკუნეებით დათარიღებულ, ებრაულწარწერებიან ქვებს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მიაკვლიეს.

რან გიდორმა განაცხადა, რომ ველიციხეში აღმოჩენილი ქვები, ქართულ- ებრაული ურთიერთობის კიდევ ერთი დასტურია.

” საუკეთესო ურთიერთობები, ქართველებსა და ებრაელებს შორის, საუკუნეებს ითვლის და ეს ქვებიც დასტურია, რომ მეგობრობას ორ ერს შორის, უდიდესი ისტორია აქვს. ძალიან ბევრი ებრაელისათვის საქართველო სამშობლოა. ეს ადგილი ებრათა პირველი კულტურული მარშრტის წერტილი იქნება”- განაცხადა გიდორმა.

რან გიდორმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, ყოფილი ებრაული სასაფლაოს ტერიტორიაზე ბანერი დადგეს, რომლის მიხედვითაც მონაკვეთს ველისციხის ებრაელთა სასაფლაო ერქმევა.

ველისციხეში, გვიანფეოდალური ხანიდან ცხოვრობდა, ქართველ ებრაელთა დიდი თემი, რომლებსაც სოფელში არაერთი რელიგიურ-კულტურული დანიშნულების შენობა ჰქონდათ აგებული.
დღევანდელი მდგომარეობით, არცერთი მათგანი შემორჩენილი არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button