ისრაელის ექს-პრემიერი სასჯელის მოხდას შეუდგა

15 თებერვალს ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ეჰუდ ოლმერტი “მასიაჰუს” ციხეში სასჯელის მოხდას შეუდგა. ისრაელის ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში კარდები დააფიქსირა, თუ როგორ შევიდა ქალაქ რამლაში განლაგებულ ციხეში 70 წლის ოლმერტი.

ოლმერტის თქმით, იგი ქრთამის აღებას კვლავ უარყოფს.

“ეს დღე ყველაზე მძიმეა ჩემს ცხოვრებაში და დამძიმებული გულით ვიღებ იმ სასჯელს, რომელიც სასამართლომ გამოიტანა”, – ციტირებს ექს-პრემიერის სიტყვებს გამოცემა NEWSru Israel.

ოლმერტს 18 თვიანი პატიმრობა “Holyland-ის საქმის” გამო შეუფარდეს, რომლის ფარგლებშიც ყოფილმა პრემიერმა 60 ათასი შეკელის ოდენობის ქრთამი აიღო.

სასამართლომ მთავრობის ყოფილ მეთაურ კიდევ 8 თვიანი პატიმრობა “Talansky-ის საქმის” გამო შეუფარდა.

ოლმერტი ისრაელის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა, რომელიც გისოსებს მიღმა მოხვდა. მან სასჯელის მოხდა “მასიაჰუს” ციხის მეათე ფრთის ბლოკში დაიწყო, რომელშიც 18 პატიმარია მოთავსებული.

ბლოკი 6 საკნისგან შედგება. თითოეულში სამი საწოლი, საშხაპე, ტუალეტი, კარადა, მაგიდა, სკამები და ტელევიზორია განლაგებული. ბლოკს ინდივიდუალური დასასვენებელი დარბაზი, სასეირნო ეზო, საკლასო ოთახი, სინაგოგა, ბიბლიოთეკა და სასადილო გააჩნია, ხოლო დერეფნებში ტელეფონის აპარატები დგას.

მსგავსი პოსტები

Back to top button