მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ისრაელის პარლამენტმა საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა გადადო

ისრაელის პარლამენტის იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა გადადო იმ ქვეყნების ჩამონათვალის გაფართოების შესახებ კენჭისყრა, რომელში მოგზაურობაც, წითელის ზონის სტატუსის გამო, ისრაელის მოქალაქეებს პარასკევიდან შეეზღუდებოდათ. საუბარია დიდ ბრიტანეთზე, კვიპროსზე, თურქეთსა და საქართველოზე.

კომიტეტეტის თავმჯდომარემ გიდალ კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის შესახებ დამატებითი განმარტების წარმოდგენა სთხოვა. შეუძლებელია აკრძალული ქვეყნების ჩამონათვალის გაფართოება მანამ, სანამ თავად ისრაელში არ განისაზღვრება შესაბამისი ზომები და აღსრულების მექანიზმები, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებად ისრაელი ამ ეტაპზე განიხილავს არგენტინას, ბელარუსს, ბრაზილიას, ინდოეთს, მექსიკას, რუსეთს, სამხრეთ აფრიკასა და უზბეკეთს. გასულ პარასკევს ამ სიაში შეიყვანა ასევე ესპანეთი და ყირგიზეთიც.

სპეციალური სამთავრობო ნებართვის გარეშე ისრაელის მოქალაქეებსა და ბინადრობის უფლების მქონე პირებს ამ ქვეყნებში მოგზაურობა ეკრძალებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button