ისრაელის პოლიციამ არაბული კვარტლები ალყაში მოაქცია [Video]

ისრაელის ხელისუფლებამ პოლიციას, აღმოსავლეთ იერუსალიმში განლაგებული, არაბული კვარტლების ალყაში მოქცევის ნება დართო, – გადმოსცემს სააგენტო France Presse.

“უსაფრთხოების საკითხების კაბინეტმა ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით რიგი ზომები მიიღო, კერძოდ, პოლიციას, კონფრონტაციისა და ძალადობის შემთხვევაში, იერუსალიმის ტერიტორიის ნაწილის ალყაში მოქცევის და კომენდანტის საათის შემოღების ნება ეძლევა”, – ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის – ბენიამინ ნეთანიაჰუს კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში იერუსალიმში რამდენიმე ტერაქტი მოხდა

მსგავსი პოსტები

Back to top button