მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

არჩევნებში გარდაუვალი გამარჯვების შემდეგ პირველი ოფიციალური საგარეო ვიზიტით პუტინი ჩინეთში ჩავა

Reuters-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მაისში ჩინეთში ჩავა სი ძინპინთან მოლაპარაკებებისთვის, რაც იქნება მისი პირველი ოფიციალური საგარეო ვიზიტი იქნება საზღვარგარეთ არჩევნებში გარდაუვალი გამარჯვების შემდეგ. პუტინის პრეზიდენტად კიდევ 6 წლით არჩევის შემდეგ.
წყარო გამოცემას ეუბნება, რომ “პუტინი ეწვევა ჩინეთს”, რაც დამოუკიდებლად დაადასტურა ოთხმა სხვა წყარომ, რომელთაგან ყველა ანონიმურობის პირობით საუბრობს.

სხვა წყაროს თქმით, პუტინის ვიზიტი, სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევარში იქნება, ხოლო ორი წყარო ამბობს, რომ ვიზტი იქნება სი ძინპინის ევროპაში მოგზაურობამდე. აღნიშნული ინფორმაცია კრემლს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

ამასთან, Reuters იუწყება, რომ პუტინი ჩინეთში მაისის ბოლოს ჩავა, რადგან რუსეთში პრეზიდენტის ინაუგურაცია 7 მაისს არის დაგეგმილი.

კრემლმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, ხოლო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ უპასუხა გამოცემას.
ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ კრემლში, სადაც „როიტერს“ განუცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინის ვიზიტების შესახებ ინფორმაცია გამგზავრების თარიღის მოახლოებასთან ერთად გავრცელდება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გუშინ „პოლიტიკომ“ გაავრცელა ინფორმაცია მაისის დასაწყისში ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის საფრანგეთში ვიზიტის შესახებ. „პოლიტიკო“ რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ სი ძინპინი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება.

როგორც ოფიციალურმა პირებმა „პოლიტიკოს“ განუცხადეს, ჩინეთი ცდილობს, დაარწმუნოს ევროპა, დაუშვას, რომ რუსეთი დაჯდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან, პოტენციურად, შვეიცარიაში.
პუტინმა ჟურნალისტებს კვირას განუცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი იზიარებენ მსგავს გლობალურ პერსპექტივას და რომ მოსკოვი და პეკინი შემდგომ წლებში განავითარებენ კავშირებს.

ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთს ეწვია გასული წლის მარტში.

მსგავსი პოსტები

Back to top button