მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფო დაბომბეს

ისრაელმა 18 მარტს განაცხადა, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა რეიდი ჩაატარეს ღაზაში, ალ-შიფის საავადმყოფოში. პალესტინის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, ოპერაციის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, მრავალი დაშავდა და საავადმყოფოს ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) და ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა (ISA) გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი იყო “ტერორისტული აქტივობის აღკვეთა”.

ისრაელის სამხედროთა თქმით, ჯარისკაცები „ზუსტ ოპერაციას“ ატარებდნენ და მათ ცეცხლი გაუხსნეს, როცა ისინი საავადმყოფოს ტერიტორიაზე შევიდნენ.

„ჯარებმა საბრძოლო იარაღით უპასუხეს და მიზანში მოარტყეს. ჩვენი ჯარები განაგრძობენ ოპერაციას საავადმყოფოს რაიონში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის არმიის განცხადების თანახმად, ოპერაცია განხორციელდა სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე, რომელთა თანახმად, საავადმყოფოს ტერიტორიას ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენლები იყენებდნენ.
პალესტინის მთავრობის მედიის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელის ქმედებები იყო “ომის დანაშაული”.

IDF-ისა და ISA-ს განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა Telegram-ზე, ნათქვამია: “დაზვერვის შემდეგ, რომელიც მიუთითებს ტერორისტების ყოფნაზე შიფას საავადმყოფოს მიდამოში და მათ მიერ საავადმყოფოს ინფრასტრუქტურის გამოყენებაზე ტერორისტული მოქმედებების განსახორციელებლად, IDF და ISA ამჟამად აწარმოებენ ზუსტ ოპერაციას ტერორისტული აქტივობის აღკვეთისა და ტერორისტების დასაკავებლად შიფას საავადმყოფოს შენობაში”.

ამავე განცხადების მიხედვით, საავადმყოფოს შიგნიდან “ტერორისტებმა” ცეცხლი გაუხსენს ჯარებს, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.

ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვმია, რომ “ის, რასაც საოკუპაციო ძალები აკეთებენ ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსის წინააღმდეგ, არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის მეოთხე კონვენციის აშკარა დარღვევა”.
ალ-შიფა ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფო იყო შარშან ოქტომბერში დაწყებულ ომამდე. Reuters-ის თანახმად, ამჟამად ის ერთ-ერთია ღაზის სექტორის იმ მცირერიცხოვან სამედიცინო დაწესებულებებს შორის, რომლებიც ნაწილობრივ, მაგრამ ჯერ კიდევ ფუნქციონირებენ. მის ტერიტორიას ასევე თავს აფარებს ასობით ადგილნაცვალი პალესტინელი

მსგავსი პოსტები

Back to top button