ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ „ჰეზბოლას“ ობიექტები დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ „ჰეზბოლას“ ობიექტები დაბომბა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო დარტყმების სამიზნეს ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო კომპლექსი და ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.
ისრაელის საჰაერო ძალებმა, „ჰეზბოლას“ თავდასხმების ჩასაშლელად, შეტევები ლიბანის საზღვრის გასწვრივაც განახორციელა. ისრაელის შეტევები გუშინ ღამით და დღეს დილით მიმდინარეობდა.
გასულ კვირას ღაზაში 200-ზე მეტი ტერორისტი დავაკავეთ, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ისრაელის სამხედროებმა „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 200-ზე მეტი ტერორისტი დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ზოგიერთი ოფიცერი მშვიდობიანი მოსახლეობის რიგებში იმალებოდა.