მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით ღაზაში 2500 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში სახმელეთო შეტევის დაწყების შემდეგ, ისრაელის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებმა 2 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, განადგურებულია ჰამასის ინფრასტრუქტურა, სადამკვირვებლო პუნქტები და სამეთაურო ცენტრები.
მათივე ცნობით, ისრაელის ძალებსა და „ჰამასის“ ბოევიკებს შორის ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში წუხელ ბრძოლები გრძელდებოდა.

ამასთან, ისრაელის სახმელეთო ძალებმა ავიაიერიშები მიიტანა „ჰამასის“ ინფრასტრუქტურაზე, იარაღის საწყობებზე, სადამკვირვებლო პუნქტებსა და სამეთაურო ცენტრებზე.

შეგახსენებთ, ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია ერთი კვირის წინ დაიწყო.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button