ისრაელმა ღაზის სექტორზე საპასუხო ავიაიერიში მიიტანა
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორზე ავიადარტყმა მიიტანეს. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.
ისრაელის სამხედროების სამიზნე ის გვირაბები იყო, რომლის მეშვეობით, პალესტინელებს ღაზის სექტროში კონტრაბანდული იარაღი და სანოვაგე გადაჰქონდათ. ავიადარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ისრაელის არმიის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ ეს იყო პასუხი ღაზის მხრიდან ისარელის ტერიტორიაზე განხორციელებულ იერეიშზე.
დაზუსტებული მონაცემებით, პალესტინელმა ბოევიკებმა ისრაელის ტერიტორიაზე ერთი ნაღმი და ერთი რაკეტა გაუშვეს. ორივე უკაცრიელ ადგილზე დაეცა.
დაბომბვაზე პასუხისმგებლობა, თავის თავზე „ისლამური რესპუბლიკის“ ერთერთი დაჯუფების ბოევიკებმა აიღეს. მაგრამ ისრაელი პასუხისმგებლობას უშუალოდ „ჰამასს“ აკისრებს. მოძრაობა „ჰამასის“ განცხადებით, შენობაში, რომელიც სამხედრო საწყობად ჩათვალეს, მარმარილოს გადამამუშავებელი ქარხანა იყო განთავსებული.
„ებრაელებს და პალესტინელებს მშვიდი ცხოვრება სურთ, მაგრამ სამწუხაროდ, „ჰამასმა“ ღაზის სექტორი რაკეტული თავდასხმის სასტარტო მოედნად აირჩია“ – განაცხადა ისრაელის არმისს სპიკერმა პეტერ ლერნერმა.
შეგახსენებთ: ჰამასი აკრონიმია “ჰარაკატ ალ-მუქავამაჰ ალ-ისლამიიაჰ”-ისა (არაბ.: حركة المقاومة الاسلامية, პირდაპირი მნიშვ.: “ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა”), და წარმოადგენს პალესტინის ისლამისტურ მოძრაობას, რომელიც მჭიდრო კავშირშია მუსლიმანურ საძმოსთან. მისი ოფიციალური მიზანია “ისრაელის გეოგრაფიული რუქიდან წაშლა” და მის ადგილას (დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორის ჩათვლით) ისლამური თეოკრატიის შექმნა.
ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული ევროკავშირის, კანადის, აშშ-სა და ისრაელის მიერ და მისი თავდასხმები ისრაელის მოქალაქეებზე და სხვა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები დაგმო გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის, საერთაშორისო ამნისტიისა და ჰუმან რაითს ვოჩის მიერ. ეს ორგანიზაცია განსაკუთრებით პოპულარულია პალესტინელთა შორის ღაზის სექტორში, თუმცა მას საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს დასავლეთ სანაპიროზეც და სხვა ქვეყნების პალესტინის დიასპორაში, ისრაელის ჩათვლით. ამ მოძრაობის პოპულარობა განპირობებულია მის მიერ პალესტინის ღატაკთათვის შემწეობისა და სოციალური უზრუნველყოფის გაწევით და, ნაწილობრივ, შეიარაღებული მოქმედებებით. არაბული სამყაროს გარეთ, ჰამასი ცნობილია კამიკაძეებით, რომლებიც ისრაელის მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ რეგიონებში თავს იფეთქებენ. ორგანიზაცია, როგორც წესი, ასეთი თვითმკვლელების ოჯახებს უხვ კომპენსაციას უხდის.
ორგანიზაციის მიზანია გააერთიანოს პალესტინა ისლამური სახელმწიფოს ქვეშ, რომელიც სრულიად მოუღებს ბოლოს ისრაელს. (ისრაელის სახლემწიფოს მიერ მიჩნეულია საბაბად იმისა, რათა ამ ორგანიზაციის ლიდერები საბოლოოდ განადგურდნენ.) ჰამასის ლიდერების განადგურების მცდელობები გატარდა ისრაელის საჰაერო ძალების მიერ მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე სხვა მეთოდებითაც, მათ შორის, ავტომანქანების აფეთქებით, ცეცხლსასროლი იარაღით, და მომწამლავი ინექციებით.